Friday, December 6, 2013

ვარდისუბნის საჯარო სკოლა





ჩემი სკოლა
     ვარდისუბნის საჯარო სკოლას უდიდესი ისტორია აქვს.
    როგორც გადმოცემით ვიცით 1917-18  წლებში , როცა სოფელი ქართველებით დასახლდა, ვარდისუბანში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა და სკოლის დირექტორად , გვარად ორმოცაძე დაუნიშნავთ. შემდეგ ეს სკოლა დაწყებით სკოლად გადაკეთებულა ანუ ოთხკლასიანი სკოლა იყო. ამ სკოლას წლების მანძილზე 20 ღირსეული დირექტორი განაგებდა. შემდეგ 1950 წელს საშუალო სკოლად გადაკეთდა.
ამ სკოლაში სწავლობდნენ სხვადასხვა პერიფერიებიდან. ყოველ წელიწადს სკოლაში სწავლობდა 400-500 მოსწავლე.ამჟამად ის საჯარო სკოლაა, საკმაოდ წარმატებული.
სკოლა აქტიურად არის ჩართული ყველა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მოძიების და დანერგვის პროცესში, 2006 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ დანერგილ პროექტში ,,თანამედროვე ტექნოლოგიები განვითარებული თაობებისათვის ” , ,,ირმის ნახტომი” 2009 წელი. და ა. შ.

ვარდისუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებული ადამიანები არიან!

Saturday, April 27, 2013

სამოქალაქო კლუბის წევრების მონაწილეობა - მამა პეტრეს პოეზიის საღამოზე

სამოქალაქო კლუბი
1. სიმონიშვილი ნუკა
2.ფოლადაშვილი ნიკა
3. ტუხაშვილი  შოთიკო
4. წიქარიშვილი მარიამი


23 ივნისს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დარბაზში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვიტარების ცენტრის ორგანიზებით პოეზიის საღამო გაიმართა.
   საღამოზე წარმოდგენილი იყო მამა პეტრე -ს შემოქმედება.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა ბახტურიძე, სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ხათუნი ასანიძე და სამოქალაქო კლუბის წევრები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მხატვრულ კიტხვაში.