ცოდნის დღესასწაული
ზარ-ზეიმით აღინიშნა
„ცოდნის დღესასწაული“ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში, რომელსაც უამრავი მშობელი ესწრებოდა
ბავშვებთან ერთად.
ზეიმი გახსნა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ბახტურიძემ. მან პედაგოგებს, ბავშვებსა და მათ მშობლებს მიულოცა
ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა.
ქალბატონი
მანანა პირველ რიგში ჩინებული „მზრდელია ყრმისა“, ბავშვის სულის მესაიდუმლეა, აღზრდის
დიდოსტატია.
ქალბატონი
მანანა ეთანხმება შეხედულებას იმის თაობაზე, რომ : „არ არსებობს ისეთი ცუდი კაცი, კარგ
აღზრდას რომ არ გაეუმჯობესებინოს“ და თვითონაც ამ რწმენით უდგება მოსწავლეებს, მათი
სჯერა, ენდობა და უმრავლეს შემთხვევაში კიდევაც უმართლდება აღსაზრდელებისადმი ნდობა.
სასწავლო წელი მიულოცა პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას
ასევე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ქალბატონმა თამარი კაპანაძემ.
კარგად არის ნათქვამი: „დიდი რამ არის ოსტატის მოხერხებულობა,
ყოფაქცევა, მაგალითი, სიფრთხილე, წინდახედულობა... ერთი... ჭკვიანური, გულთბილი საქციელი
ოსტატისა უფრო ძლიერ მოქმედებს ბავშვის გაადამიანებაზე, ვიდრე სამისა და ოთხი წლის
ზეპირება გრამატიკისა თუ სხვა რისამე ამისთანასიო“.
ეს სიტყვები თითქოს განზრახ შეურჩევიათ ქალბატონი თამარისათვის,
ზუსტად რომ დიდი სიფრთხილით ეკიდება ყოველ თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარს.
სკოლის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს მოწინავე პედაგოგები
სიგელებით და უსურვეს წარმატებები, ასევე სიგელები გადასცეს წარჩინებულ მოსწავლეებს.
ძვირფასო პედაგოგებო, ყველას გილოცავთ
„ცოდნის დღესასწაულს“
ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მხურვალედ
მიესალმება დიდი ტრადიციების, სახელოვანი შვილების აღმზრდელ სკოლებს და უსურვებს დაუსრულებლად
ეზარდოს შოთას, ილიას, აკაკის მსგავსი მამულიშვილები.
ვარდისუბნის საჯ. სკოლის IV კლასის ხელ-ლი: მართა
ტაბატაძე
No comments:
Post a Comment